„დასვი ერთი კითხვა - დაიწყე დიდი აღმოჩენა“ - ჭიათურის N2 სკოლის მოსწავლეთა ინიციატივა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის
17-02-2026

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით გამოირჩევიან, მათი მონდომება კი დირექციისა და პედაგოგთა მხრიდან წახალისებული და მხარდაჭერილია. 

სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით და STEM -კათედრის ფასილიტაციით (პედაგოგები - ხათუნა ლომიძე, ცირა ბრეგვაძე) მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

„დასვი ერთი კითხვა - დაიწყე დიდი აღმოჩენა“ - ასეთია სკოლის მოსწავლეთა ინიციატივა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის.

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და აღნიშნეს, რომ მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რათა:
• დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც მეცნიერებაზე მუშაობენ;
• შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ახალი აღმოჩენები ცვლის ჩვენს ცხოვრებას;
• უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ შანსი, დაინტერესდეს მეცნიერებით.

„მეცნიერება შეიძლება შენგან დაიწყოს!“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებს ცოდნის შეძენისა და კვლევა-ძიებისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203