ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
17-02-2026

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხალისით აღნიშნეს. 

მე-2, მე-2, მე-2 კლასის მოსწავლეებს, დამრიგებლებმა - თამარ ბერაძემ, როენა სირბილაძემ და ინგა ბიბიჩაძემ წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს.

„წიგნი ტკბილია, ვითარცა თაფლი და პატიოსანი, ვითარცა ოქრო მრავალი” -ეს ერთი ფრაზაც კი ნათლად ასახავს მის სასიცოცხლო მნიშვნელობას; წიგნი ხომ მხოლოდ ტკბილი საკითხავი ან ძვირფასი ნივთი არ არის - ცოცხალი ენერგიაა, რომელიც ადამიანის სულს აშენებს, ყველაზე ერთგული მეგობარია, დიდ ცოდნას გვჩუქნის და სიკეთეს გვასწავლის. როცა წიგნს ვკითხულობთ, ჯადოსნურ სამყაროში ვმოგზაურობთ და უფრო ჭკვიანები ვხდებით“,- შეახსენეს პედაგოგებმა მოსწავლეებს. 

​მეორე ა, ბ, გ კლასის მოსწავლეებმა კი ჯადოსნური და მხიარული განწყობა შექმნეს წიგნის კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

პატარებისთვის საინტერესო ვიქტორინა მოეწყო, რომელიც მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა და მოსწავლეები წიგნის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203