ქუთაისის N37 სკოლის მე-8 კლასში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ურთიერთდასწრების გაკვეთილი ჩატარდა
17-02-2026

ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში გარდა იმისა, რომ საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან და ახალგაზრდების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ამის ნათელი მაგალითია, მე-8კლასში, ისტორიაში ჩატარებული ​ურთიერთდასწრების გაკვეთილი (ისტორიის მასწავლებელი მ.ნერგაძე, კლასის ხელმძღვანელი ქ. ნემსიწვერიძე.), რომელიც საქართველოს უდიდესი მეფის - დავით მეოთხე აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა. 

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს მეფეთ-მეფის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე და საინტერესოდ წარმოადგინეს ამ უდიდესი მეფის მიერ გატარებული რეფორმები, რამაც საქართველო ააღორძინა და გაამთლიანა.

გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში ლ. ვაშაკიძე, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელი თ. ბარაბაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203