ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა წიგნის პერსონაჟები „აამეტყველეს“
17-02-2026

ქუთაისის N37 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას არაერთი აქტივობით შეუერთდა

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-5 კლასში, დამრიგებლის -  მარი ჯოხაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა.

ბავშვებმა მათ მიერ წაკითხული წიგნებიდან ამოირჩიეს საყვარელი პერსონაჟები, გააცოცხლეს ისინი და გაახმოვანეს.

კლასში შეიქმნა ემოციებით სავსე გარემო, სადაც წიგნის პერსონაჟები „ალაპარაკდნენ“, რაც საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.

პედაგოგმა მოსწავლეებს კითხვის მნიშვნელობა შეახსენა და მოსწავლეებს მოუწოდა ემეგობრონ წიგნებს. 

„აქტივობის განმავლობაში ვისაუბრეთ წიგნის მნიშვნელობაზე, კითხვის ძალასა და წიგნიერების როლზე ბავშვების განვითარებაში.

დღე გაგრძელდა სკოლის ბიბლიოთეკის მონახულებით, სადაც დაიგეგმა სამომავლო აქტივობები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს წიგნის კითხვის პოპულარიზაცია“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეებს ამ მიმართულებით კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203