„წაიკითხე, იფიქრე, გამოთვალე“ - თბილისის N108 სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მათემატიკის გაკვეთილზეც გამოეხმაურნენ
17-02-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული მოეწყო. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ დღეებს არაერთი კლასი შეუერთდა. 

წიგნიერების დღესასწაული ორიგინალურად აღნიშნეს VI, VII, VII კლასების მოსწავლეებმა

მათი გაკვეთილის თემა იყო - „წაიკითხე, იფიქრე, გამოთვალე“ - მათემატიკა ტექსტში.

გაკვეთილი მათემატიკისა და კითხვის ინტეგრაციით გატარდა და მისი მიზანი იყო - ტექსტის გააზრებული კითხვა,  წილადებთან და ნატურალურ რიცხვთებთან მუშაობა, მათემატიკური აზროვნების განვითარება.

მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

მოსწავლეებმა გაიმდიდრეს საგნობრივი ცოდნა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაც უკეთ გაიაზრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203