
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, 2026 წლის 19 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე -„ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპიის როლი მოსწავლეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაში“.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
რას გულისხმობს ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მომსახურება
რას გულისხმობს ჯგუფური თერაპიული სერვისი და რა როლი აქვს მოსწავლეთა ფსიქიკურ კეთილდღეობაში
რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მშობელს ფსიქოთერაპიის მიმართ
რას გულისხმობს ფსიქოთერაპიული შედეგი
ვებინარზე დასწრება შესაძლებელია სკოლის დირექციისთვის/ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და თემით დაინტერესებული ყველა პირისთვის ბმულზე: