
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას თბილისის N108 საჯარო სკოლის არაერთი კლასი შეუერთდა.
აქტივობები გამოირჩეოდა მრავალფეროვნებითა დ კრეატიულობით.
სკოლის გოგო-ბიჭებმა - დაამზადეს რეკლამები, წაკითხული წიგნებისა, დაამზადეს წიგნის სანიშნეები, იმსჯელეს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს წიგნს? ერთ სიტყვაში აღწერეს წიგნი, ერთ წინადადებაში აღწერეს, თუ „რას შვრება“ წიგნი?
ბავშვებმა თანატოლებს წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ წიგნი არის - წ-არმატება, ი-ნტერესი, გ-ონიერება, ნ-ათელი აზრი, ი-დეა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ვიდეო