საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში, ერთი კვირის ნაცვლად, 9 დღეს გაგრძელდება - როდის განახლდება სასწავლო პროცესი
17-02-2026

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2025-2026  სასწავლო წლის საგაზაფხულო არდადეგები ახლოვდება.

სასწავლო კალენდრის მიხედვით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის არდადეგების ხანგრძლივობა 1 კვირაა - 8 მარტს, ქალთა დღეს იწყება და 14 მარტის ჩათვლით გრძელდება, თუმცა მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლის მოსწავლეები 9 დღის განმავლობაში დაისვენებენ, რადგან 8 მარტი კვირაა, ეს კი ნიშნავს, რომ სკოლები მოსწავლეებს 7 მარტიდან დაითხოვენ და სასწავლო პროცესი 16 მარტიდან განახლდება (15 მარტი კვირაა).

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას. სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203