მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების სამსახურს სტუმრობდნენ
16-02-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი, გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

მოსწავლეები  საგანგებო სიტუაციების სამსახურს ესტუმრნენ.

სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვებს დეტალურად გააცნეს ტექნიკა და აღჭურვილობა, ესაუბრნენ უსაფრთხოების წესებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე.

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარე.

გასვლითი ღონისძიება უსაფრთხოების წესებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203