
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საგნის - „მე და საზოგადოება“ ფარგლებში, პედაგოგ ნანა ცინცაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პრაქტიკაზე დაფუძნებული პროექტი თემაზე - „გავუფრთხილდეთ რესურსებს“.
აქტივობის მიზანი ბავშვებში რესურსების დაზოგვის მნიშვნელობის გააზრება და ყოველდღიურ ცხოვრებაში პასუხისმგებლიანი ქცევის ჩამოყალიბება იყო.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თავად მოამზადეს პიცა. პროცესში ისინი გაეცნენ პროდუქტის მომზადების ეტაპებს და იმსჯელეს, როგორ შეიძლება ინგრედიენტების გონივრული გამოყენება.
პრაქტიკული საქმიანობა დაეხმარა მათ უკეთ გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია რესურსების გაფრთხილება როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში.
იხილეთ ფოტოები: