თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სამოქალაქო აქტივობა და მოწოდება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ 
16-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ​ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „სამოქალაქო გაკვეთილი“ საინტერესო გამოცდილებად იქცა. 

მასწავლებელმა ნელლი მალხასიანმა, მოსწავლეებთან ერთად თემაზე - „მავნე ჩვევები“ აქტიური გაკვეთილი დაგეგმა და ორეტაპიანი აქტივობა ჩაატარა, რომელმაც ბავშვებს მისცა შესაძლებლობა, ცოდნა ცხოვრებაში გადმოეტანათ და საზოგადოებისთვის ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოეწოდებინათ. 

​პირველ ეტაპზე: მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები მოამზადეს.

მეორე ეტაპზე: სოფლის ცენტრში საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება) უარყოფითი მხარეებისა და შედეგების შესახებ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა რჩევა გაითვალისწინეს საზოგადოების წარმომადგენლებმა და მათ ვისაც სიგარეტი ჰქონდა თან, უარი თქვა მასზე. 

„​გაკვეთილის მიზნები იყო: ​ჯგუფური მუშაობის საშუალებით მოსწავლეებში თანამშრომლობის უნარების განვითარება.​ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდანვე მავნე ჩვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათგან თავის არიდების სწავლება. ​ბავშვების ადრეული ასაკიდან ინტეგრირება საზოგადოებრივ ჯგუფებში“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203