საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16-02-2026

6 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ არქივში, ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაიმართა ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები დაესწრნენ. 

მოსწავლეებისთვის გაიმართა კინოჩვენება. მათ  ეროვნული არქივის კინოკოლექციაში დაცული დოკუმენტური ფილმი „ივანე ჯავახიშვილი“ (1975 წელი) ნახეს და ისტორიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მეტი შეიტყვეს. 

კინოჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა - „წმინდა ნინო  საქართველოს განმანათლებელი“ დაათვალიერეს. ექსპოზიცია საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს ეძღვნება და მასზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული წმინდა ნინოსთან დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული საბუთები და ფრესკების რეპროდუქციები. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ღონისძიების ბოლოს გიმნაზიას საჩუქრები გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203