ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
16-02-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსში წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეები კი ხალისით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში.

მათ შორის სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი. 

შიდასასკოლო ტურში მონაწილეობდა რვა მოსწავლით დაკომპლექტებული სამი გუნდი  - „ოლიმპიელები“, „მოაზროვნეები“ და „ძალა ერთობაშია“.

სამივე გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, გუნდების გარდა ცალკე კაპიტნებიც იბრძოდნენ პირველობისთვის. გამარჯვება გუნდს - „ძალა ერთობაშია“- ხვდა წილად.

სკოლაში ღონისძიების მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა ამავე სკოლის მასწავლებელი ლელა ლუკავა.

ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203