
„წიგნი - წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია“- აღნიშნავენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში და წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას ყოველწლიურად აქტიურად უერთდებიან.
ტრადიციულად , წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, სკოლაში განსაკუთრებული განწყობა სუფევს - მოსწავლეები ერთმანეთს წიგნის კითხვის სიყვარულს უზიარებენ და საკუთარი წვლილი შექვთ წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში.
ამჯერად, უფროსკლასელებმა წაიკითხეს ნაწყვეტები უკვდავი პოემიდან "ვეფხისტყაოსანი", პატარებმა კი ქართული ხალხური ზღაპრებიდან ნაწყვეტები.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნთან მეგობრობის მნიშვნელობა და საზოგადოებას მოუწოდეს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ფოტოები: