წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს
16-02-2026

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი საფეხურიდან შთააგონებენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

თემატურად დატვირთული კვირა ჰქონდათ მართლმადიდებლური სკოლის მე-3 და მე-4 კლასელებს. მოსწავლეები მონაწილეობდნენ, წიგნის ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მიმდინარე აქტივობებში. 

მე-4 კლასელები და მათი პედაგოგები - ლალი ბოყოველი და მაია პეტრიაშვილი ჭიათურის საბავშვო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ. ბავშვებმა ხმამაღლა წაიკითხეს საყვარელი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები გაეცნენ თანამედროვე მწერლებს და დაინტერესდნენ მათი შემოქმედებით.

მე-3 კლასელებმა კი პირველკლასელებს წაუკითხეს ლექსები და იგავები. ასევე, დიდი დასვენების დროს, ფოიეში ხმამაღლა და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები სამშობლოს თემაზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან აქტივობების მიზანი მოსწავლეებისთვის წიგნის შეყვარება იყო. 

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203