წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
16-02-2026

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათ ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების პატივისცემას ასწავლიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სწორედ, ეროვნული აზროვნებისა და თვითშეგნების ამაღლების მიზნით, 9თებერვალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის მე-9ა კლასში ჩატარდა ღონისძიება თემაზე „დავით აღმაშენებელი 900“ (პედაგოგი ს. ჭიოკაძე).

მოსწავლეებმა საინტერესოდ და კოსტიუმირებულად წარმოადგინეს თემა. ისაუბრეს მეფეთ მეფე დავითის ღვაწლზე და გავლენაზე, ხოტბა შეასხეს მის მოღვაწეობასა და რეფორმებს. 

ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა კი სახელოვანი წინაპრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდირეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203