
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, ღონისძიება თემაზე - „ბარალეთის ძველი ტრადიციები და ცხოვრების წესი“, რომელიც ნინელი ანანიაშვილის, მაკარ ისაკიძის და თეიმურაზ გოგოლაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიების მიზანი იყო ბარალეთის ისტორიული წარსულის, ტრადიციების, ცხოვრების წესისა და ხალხური ჩვეულებების გაცნობა და პოპულარიზაცია.
სკოლაში ასევე, მოეწყო ძველი ყოფითი ნივთების გამოფენა, რომლებიც ნათლად ასახავდა იმდროინდელ ცხოვრების წესს, შრომის პროცესსა და ტრადიციებს.
პედაგოგმა, ნინელი ანანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თითოეული გამოფენილი ნივთის გამოყენების ისტორია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის რესურსცენტრის წარმომადგენლები - თერეზა ჩივჩიანი, მ.მელიქიძე და ჯავახეთის მკვიდრი, მკვლევარი და პუბლიცისტი, კუკური მეტრეველი, ბარალეთში არსებული სომხურენოვანი სკოლის დირექტორი და მოსწავლეები.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წარმოადგინეს ბარალეთის ძველებური დღესასწაულების ისტორიები, ტრადიციული რიტუალები და მათი მნიშვნელობა ხალხის ცხოვრებაში.
ამასთან ერთად, გაანალიზებული იყო განათლების განვითარების ისტორია ბარალეთის სკოლების და სასწავლო პროცესის ჩამოყალიბების ეტაპები წარსულიდან დღემდე. გამოფენილმა ექსპონატებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე დამსწრე საზოგადოებაში და ხელი შეუწყო ისტორიული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივებას, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტოები: