
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, იმდიდრებენ ცოდნას და წარმოაჩენენ შესაძლებლობებს.
მათ შორის მოსწავლეებმა - მარიამ მოდებაძემ და ნუცა სამხარაძემ წარმატებით იასპარეზეს ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში.
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლამ ისრაელის საელჩოსგან მადლობის წერილიც მიიღო.
„ძვირფასო კონკურსის მონაწილე, ძვირფასო მასწავლებლებო და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებო, ისრაელის საელჩოს სახელით გვსურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სასკოლო კონკურსში მონაწილეობისთვის.
ძვირფასო მოსწავლე, თქვენმა ნამუშევარმა გამოავლინა დიდი შრომა, შემოქმედებითი მიდგომა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული და მორალური საკითხის მიმართ. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ როგორც მოსწავლეთა ჩართულობას და კრეატიულობას, ასევე მასწავლებლებისა და სკოლის მხარდაჭერას, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ პროცესში.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს მომავალში“,- ვკითხულობთ წერილში.
იხილეთ ფოტოები: