თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-2 კლასელები გვახსენებენ თუ რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები
16-02-2026

წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-2 კლასელები. 

პედაგოგი ეკატერინე ბითაძე პატარებს კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მოუწოდა და ემეგობრონ წიგნებს. 

„ჩვენ გვიყვარს წიგნები“, - აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გზავნილი - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გააჟღერეს. 

პატარებმა ისაუბრეს თუ რა ძალა აქვს წიგნის კითხვას და უკეთ გაიაზრეს რას ნიშნავს იყო წიგნიერი. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203