
თბილისის N108 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი საფეხურიდან შთააგონებენ, ზრუნავენ პატარების კრიტიკული აზროვნებისა და თვალსაწიერის გაფართოებაზე.
წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღის გზავნილს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ აქტიურად გამოეხმაურნენ სოფი ბაქუზანაშვილის კლასის აქტიური და მოაზროვნე მოსწავლეები.
მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „პატარა ბიჭების ფიქრები“ და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები.
გამოხატეს თავიანთი შეხედულებები წიგნის, ცოდნის შესახებ, რომელსაც სკოლა მოკლევიდეორგოლით გვიზიარებს.
„მნიშვნელოვანია, ბავშვებმა უფრო მეტად შეიყვარონ და იკითხონ წიგნი. იმსჯელონ და გამოთქვან საკუთარი აზრი წაკითხულის ირგვლივ“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ვიდეო: