ეფრემოვკის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა 
16-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას მოსწავლეები ხალისით შეუერთნენ და ერთმანეთს ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან საყვარელი ეპიზოდები წაიკითხეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა შეახსენეს და თანატოლებს წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203