
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლის - ილია ერაძის საჭადრაკო წარმატებით ხარობენ.
ქუთაისში გამართულ იმერეთის ჩემპიონატზე 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, მე-4 კლასელმა, ილია ერაძემ, იმერეთის ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა და საქართველოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მისი FIDE-ს რეიტინგი +51-ია, ტურნირი კი წაუგელბად დაასრულა - 9 შესაძლებლობიდან 7.5 ქულა.
მოსწავლეს წრთვნიან კობა გაფრინდაშვილი, გელა მაჭარაშვილი, ხოლო მისი ინდივიდუალური მწვრთნელი მადონა ბოკუჩავა გახლავთ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ულოცავენ და უსურვებენ გამარჯვებას, როგორც საქართველოს ჩემპიონატზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
იხილეთ ფოტოები: