დაბა მესტიის N 2 საჯარო სკოლაში „წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული“ გაიმართა 
16-02-2026

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N 2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის, დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი – „წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული“.

პროექტში მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეები. კვირეულის ფარგლებში წინის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართული არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

4 თებერვალს, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში გამართეს ხმამაღლა კითხვის აქტივობა.

5 თებერვალს, საბაზო კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ საჯარო კითხვის ფორმატში.

6 თებერვალს, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ მესტიის N2 საბავშვო ბაგა-ბაღს და პატარებს წაუკითხეს შერჩეული საბავშვო ნაწარმოებები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო წიგნიერების პოპულარიზაცია, კითხვის კულტურის განვითარება და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის თანამშრომლობის გაძლიერება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203