ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ლილე გუდავაძემ კომბინირებული ოლიმპიადის ფინალურ ტურში წარმატებით იასპარეზა
16-02-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის ​დაწყებითი კლასების მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ კონკურსებსა და ოლიმპიადებში და წარმატებებსაც აღწევენ.

პროფესიული განათლების ცენტრის კომბინირებული ოლიმპიადის ფინალურ ტურში III კლასის მოსწავლე ლილე გუდავაძემ II ადგილი მოიპოვა და დაჯილდოვდა სერტიფიკატით.

პროფესიული განათლების ცენტრმა მოსწავლის მიერ მიღწეული წარმატების ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა სკოლა და დაწყებითი კლასების პედაგოგი ნანა ხიზანეიშვილი.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203