
თბილისის N28 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე საუბარს გაკვეთილი მიეძღვნა.
მე-10 კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე - „ადიქცია“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს დამოკიდებულების სხვადასხვა ფორმაზე (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ტექნოლოგიები) და მის უარყოფით გავლენაზე ჯანმრთელობასა და სოციალურ ცხოვრებაზე, ერთმანეთს თავიანთი დამოკიდებულებები და მოსაზრებები გაუზიარეს. განიხილეს პრევენციის გზები და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი იყო აქტიური და საინფორმაციო, მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ცოდნა აიმაღლეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა მეტად გაიაზრეს.
იხილეთ ფოტოები: