ეშტიის N2 საჯარო სკოლის სიახლეებს მოსწავლე-მასწავლებლებს „სასკოლო რადიო“ აცნობს
16-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს სასკოლო სიახლეებს „სასკოლო რადიო“ აცნობს. 

მოსწავლეები რადიოს საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი, სწავლეობენ მჭემეტყველებას, სიახლეების მომზადებას, ეცნობიან ახალ ამბებს, უზიარებენ სხვებს და ვითარდებიან. 

სკოლა რადიოს მაუწყებლობის ამსახველ ვიდეოჩანაწერს გვიზიარებს:

„მოგესალმებით, ძვირფასო რადიომსმენელებო! ეთერშია ეშტიის №2 საჯარო სკოლის „სასკოლო რადიო“, რომელიც წარმოგიდგენთ სკოლის სიახლეებს, ყოველდღიურობასა და ამინდის პროგნოზს. თქვენთან ერთად არის მეექვსე კლასის მოსწავლე - არსენ ტონაკანიანი.

მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ზამთარია, ცივა და ყინვა ეს მაინც არ უშლის ხელს მოსწავლეების სკოლაში რეგულარულ სიარულს, რასაც მოწმობს გაცდენების მინიმალური რაოდენობა. სკოლაში სასწავლო პროცესი ნორმალურ, ბუნებრივ კალაპოტში მიმდინარეობს.

მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მაღალია, კლასებში კი გამოცოცხლება სუფევს: ერთ კლასში ღია გაკვეთილი ტარდება, მეორეში - ინტეგრირებული, მესამეში - პრეზენტაციისთვის ემზადებიან, სხვა კლასი კი გაკვეთილების შემდეგ ღონისძიებისთვის ემზადება.

სკოლაში აქტიურ საქმიანობას ეწევა და თავის ნამუშევრებს წარმოადგენს არჩევითი საგანი - „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“. ასევე, სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ქართული ენის კურსები.

ამით ჩვენი მორიგი რადიოგადაცემა დასრულებულია. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ნაყოფიერ მუშაობას. მომავალ შეხვედრამდე!“,- ასეთია რადიოგადაცემის შინაარსი, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203