„ასეთი პატარა ისტორიები დიდ ფიქრებს ტოვებს“ - ქუთაისის N40 სკოლის მე-5 კლასელებმა მეგობრობისა და სიკეთის ძალაზე იმსჯელეს
16-02-2026

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად, მეგობრობას, ემპათიას,  სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - დიანა ზურებიანისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - თამთა გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, უყურეს ანიმაციას - „ბიჭი, მელა, ცხენი და თხუნელა“ და შემდეგ ერთად გაარჩიეს მისი მთავარი იდეა და პერსონაჟები.

საუბარი შეეხო მეგობრობას, მხარდაჭერას, შიშის გადალახვას და სიკეთის ძალას. იმ მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან გზავნილებს, რომლებიც ბავშვებმა ძალიან გულწრფელად დაინახეს და გაიაზრეს.

„ასეთი პატარა ისტორიები დიდ ფიქრებს ტოვებს… და ალბათ სწორედ აქედან იწყება ადამიანობა...“,- გვეუბნებიან პედაგოგები და მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203