ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საამაყო წარმატება „ეტალონის“ ოლიმპიადაში 
16-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

რაღა თქმა უნდა, „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას დიდი ინტერესით შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები.

ფილარეტ შირინიანმაემმა შირინიანმა, მარგო ვარტანიანმა, ვარდან გაბრიელიანმაჟასმინ გაბრიელიანმა, ​მანუშაკ დიშლოვოიმ, ლაურა შირინიანმა, სერგეი ვარტანიანმა, სპარტაკ ირიციანმა, არმენ ირიციანმა, მანანა გაბრიელიანმა, ანალია ასლანიანმა, ლალა კაზარიანმა, ზორი პაპოიანმა და  გალია ასატრიანმა საგნობრივ ოლიმპიადაში ცოდნა და შესაძლებლობები წარმოჩინეს და მიღწეული წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს. 

ამასთან, ფილარეტ შირინიანი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის, შესაბამისი კლასის, გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა. ემმა შირინიანი 
მარგო ვარტანიანი, ვარდან გაბრიელიანი, ჟასმინ გაბრიელიანი და მანუშაკ დიშლოვოი ინგლისური ენის ოლიმპიადის, შესაბამისი კლასის, ლიდერთა ათეულში არიან. ლაურა შირინიანი კი მათემატიკის ოლიმპიადის ლიდერთა ათეულს ღირსეული წევრია. 

მოსწავლეთა წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203