დილითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში საამაყოდ იასპარეზეს
13-02-2026

ნინიწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

რაღა თქმა უნდა, „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას დიდი ინტერესით შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები.

გორ მურადიანმა, ლიდა ოგანესიანმა, ვენერა ღუკასიანმა, ნარა მარკოსიანმა, ანდრანიკ ბაღდასარიანმა,  გაიანე მარგარიანმა, ნელლი მხითარიანმა, ვლად ჩოპურიანმა, მანე ბაღდასარიანმა, მჰერ ვარტანიანმა,  ჟენია არუტიუნიანმა, ვანუჰი მხითარიანმა, ევა მხიტარიანმა, ლუსინე არუტიუნიანმა, ვასპურ ბაღდასარიანმა და გოჰარიკ ბაღდასარიანმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოჩინეს და მირწეული წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს. 

ამასთან, გორ მურადიანი, ნარა მარკოსიანი, ვენერა ღუკასიანი და ლიდა ოგანესიან ინგლისური ენის ოლიმპიადის, შესაბამისი კლასის, გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ.  ვლად ჩოპურიანი, ნელლი მხითარიანი, გაიანე მარგარიანი და ანდრანიკ ბაღდასარიანი კი მათემატიკის ოლიმპიადის, შესაბამისი კლასის, ლიდერთა ათეულში იკავებენ ღირსეულ ადგილს. 

მოსწავლეთა წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203