ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საამაყო წარმატება „ეტალონის“ ოლიმპიადაში 
13-02-2026

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

რაღა თქმა უნდა, „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას დიდი ინტერესით შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები. 

ანანო ნემსაძემ, ბარბარე ტუღუშმა, ლიზი მიქატაძემ, მარიამი დუმბაძემ, მარიამ ჩხაიძემ, ანა კვაჭანტირაძემ და თემურ ჩხარტიშვილმა ოლიმპიადაში ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს. ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და ინგლისური ენის ჩემპიონატის, შესაბამისი კლასის, საქართველოს გამარჯვებული გახდა ანანო ნემსაძე. 

ამასთან, მარიამ ჩხეიძე მათემატიკის ოლიმპიადის, შესაბამისი კლასის, ლიდერთა ათეულის წევრია

მარიამ დუმბაძე, ინგლისური ენის ოლიმპიადის, შესაბამისი კლასის, გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა. 

ლიზი მიქატაძე ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის ლიდერებშია.  ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის, შესაბამისი კლასის, ლიდერთა ათეულში ირიცხება ასევე ბარბარე ტუღუში. 

მოსწავლეთა წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203