
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიება.
მოსწავლეები დიდი შემართებით შეუერთდნენ ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში.
ანი მეგრელიძის, მარიამ ჯალაბაძისა და ნინო თედორაძის გამორჩეულმა და ღრმაშინაარსიანმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვნად ასახეს ებრაელი ხალხის ისტორიული მეხსიერება.
ისრაელის საელჩოს გუნდი მადლობას უხდის სკოლის დირექციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს როგორც ჩართულობისა და კრეატიულობის, ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები: