„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - თბილისის N79 საჯარო სკოლის მოსწავლეები სლოგანის გარშემო გაერთიანდნენ
13-02-2026

თბილისის N79 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - აღნიშნეს მე-2 კლასის მოსწავლეებმა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას დამრიგებლის მ. მაისურაძის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა სკოლაში წიგნები მიიტანეს, წაიკითხეს ეპიზოდები და დაახასიათეს საყვარელი პერსონაჟები.

„მე-2 ა კლასმაც შეიტანა თავისი წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდებენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203