კორხის საჯარო სკოლის მე-2-მე-3 კლასელთა საინტერესო შემოქმედებითი ღონისძიება
13-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებასა და, რაღა თქმა უნდა, წახალისებას ემსახურება. 

აღსანიშნავია მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული ღონისძიება, რომელიც მეტად საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმართა. 

მე-2 კლასელებმა წარმოადგინეს სანახაობა თემზე - „წელიწადის ოთხი დრო“, მე-3 კლასელებმა კი როლი თამაშით სპექტაკლი „ექიმი და ავადმყოფი“ გაითამაშეს. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

„ძალიან ვაამყობთ, ტომ ასეთი ჭკვიანი და მონდომებული მოსწავლეები გვყავს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203