ტესტების მაქსიმალური ქულები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები საგნების მიხედვით ცნობილია - NAEC მოსწავლეებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს
13-02-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართული 2025-2026 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.
 
შედეგები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - online.naec.ge 
 
ოლიმპიადის მონაწილეს შეფასების და ნაშრომის ასლის ნახვა პირადი ნომრის მითითებით შეუძლია, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეების შედეგებს, ცხრანიშნა და ოთხნიშნა სპეციალური კოდების საშუალებით გაეცნობა.  
 
მეორე ტურში გამარჯვებულია მოსწავლე, რომელმაც შესაბამის საგანში ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% მოიპოვა და საკუთარი კლასისა და საგნის რეიტინგულ სიაში პირველ 50 მონაწილეს შორის მოხვდა. 
 
მოსწავლეს მიღებულ შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს 2026 წლის 16 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამისი რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. 
 
მომდევნო ტურში გადამსვლელი ქულები განისაზღვრება აპელაციის შედეგების გათვალისწინებით. 
 
 
მეორე ტურის ტესტები და სწორი პასუხები:
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203