
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია.
რაღა თქმა უნდა, „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას დიდი ინტერესით შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები.
ლაზარე ასანიძემ, ანასტასია ლომაძემ, ელისაბედ ხარშილაძემ, საბა კრთიანმა, ანდრია ლომაძემ და ნიკოლოზ ყაველაშვილმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს. ამასთან, ლაზარე ასანიძემ მათემატიკის ოლიმპიადაში საამაყო შედეგი აჩვენა და დიპლომი მიენიჭა,
ლაზარე მათემატიკის ოლიმპიადის, საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი კლასის, ლიდერთა ათეულშია.
მოსწავლეთა წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები: