მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს - დაიწყო რეგისტრაცია ქართული ენის სწავლის მსურველებისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პორტალზე “ქართული ენა ემიგრანტებისათვის”, ქართული ენის დისტანციური სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ, 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს, ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებისა და ეროვნული და კულტურული იდენტობის განმტკიცების მიზნით, შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ პორტალზე
https://distancelearning.mes.gov.ge
პორტალზე დისტანციური სწავლა უფასოდ, ასაკისა და ენის ფლობის დონის მიხედვით ხორციელდება. სწავლება მიმდინარეობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების მიერ, ემიგრანტი ბავშვებისთვის სპეციალურად შექმნილი სასწავლო რესურსებით.