პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შესწავლილი მოთხრობა ჯერ კომიქსად აქციეს, შემდეგ კი პერსონაჟები გააცოცხლეს
13-02-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა, რაც მათ მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია მე-2 კლასელთა შესრულებული კომპლექსური დავალება თემაზე - „ფუტკარი და ჭიანჭველა“. 

მოსწავლეებმა მოთხრობა ჯერ კომიქსად აქციეს, შემდეგ კი როლური თამაშით ნაწარმოების გმირები გააცოცხლეს. 

მოსწავლეებისთვის დავალება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. მოთხრობის დედააზრი უკეთ გაიაზრეს და ნიჭი და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს. 

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ვარა გალიბინი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203