„ეროვნულების კონტექსტში, მალე დამტკიცდება ანკეტები, სადაც უმაღლესთან ერთად, პროფესიულ მიმართულებებსაც აირჩევთ“
22-02-2026

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ვაკანტური ადგილების რაოდენობა, პროგრამების მიხედვით ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტს, მხოლოდ საინჟინრო მიმართულებები დარჩება, ილიაუნს - პედაგოგიური და საერთაშორისო STEAM მიმართულებები, ჯამში სახელმწიფო უნივერსიტეტების 21 ათასზე მეტ სტუდენტს მიიღებენ, მაგრამ ასევე საინტერესოა როგორ შეძლებენ უმაღლესებისა და პროგრამების პრიორიტეტული სიების შედგენას?

აღნიშნულ კითხვაზე განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად შესავსები ანკეტები მალე დამტკიცდება და მიუხედავად იმისა, მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის კონკრეტული პროგრამის არჩევა შეეძლებათ, „გადასაზღვევად ავტომატურად ვთავაზობთ მათ, მათი არჩეული პროფილის მიხედვით უსასყიდლოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით გააგრძელონ სასწავლო პროცესი პროფესიულ სასწავლებლებში“.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუკი მოკლე პერიოდში მოთხოვნილება რამეზე იქნება, კონკრეტულ პროფესიებზე, ამის გადამზღვევი ერთ-ერთი ფაქტორია პროფესიული მიმართულება, რომელსაც აქვს შედარებით მოკლევადიანი კურსები, რომელსაც შეუძლია დააკომპენსიროს. ჩვენ, აქ, ახალგაზრდებს ვთავაზობთ, რომ ის ანკეტები, რომელიც ძალიან მალე დამტკიცდება და გადაეცემათ სხვადასხვა უნივერსიტეტების და ფაკულტეტების ასარჩევად 2026-2027 წლებს ეროვნული გამოცდების კონტექსტში ჩასაბარებლად, იქ, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტები იქნება, მათ შესთავაზებენ, რომ სამი პროფესიული მიმართულებაც აირჩიონ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ახალგაზრდები სახელმწიფო უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტში ვერ მოხვდებიან, ჩვენ ავტომატურად ვთავაზობთ მათ, რომ მათი არჩეული პროფილის მიხედვით უსასყიდლოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით გააგრძელონ სასწავლო პროცესი პროფესიულ სასწავლებლებში“, - განაცხადა მიქანაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203