ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
13-02-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

რაღა თქმა უნდა, „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას დიდი ინტერესით შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები - დემეტრე ანდღულაძე და ოთო ხინთიბიძე. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატების დამადასტურებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, დემეტრე ანდღულაძე, შესაბამისი კლასის, გამარკვებულთა ათეულში მოხვდა როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე მათემატიკის, ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების და ინგლისური ენის ოლიმპიადაში და დიპლომი მიენიჭა. 

მათი წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203