
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქართული ენის გაკვეთილები გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით. მასწავლებელი ნარინე აროიანი მოწაფეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
ახლახან, მე-6 კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი, ქართულში, როგორც მეორე ენაში.
გაკვეთილის თემა იყო გაზაფხულის დღესასწაულები.
მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები შექმნეს და კლასის წინაშე წარადგინეს.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებლის მოწონებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: