
ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ბავშვებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მე-3ა კლასის მოსწავლეები ქუთაისის მერვე საქალაქო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
ბავშვებმა, ხმამაღლა წაიკითხეს მოთხრობები, მოაწყვეს დისკუსიები, წარადგინეს პრეზენტაციები, აქტივობები კი სახალისო ვიქტორინით დააგვირგვინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო, წიგნის. პოპულარიზაცია ,ბავშვების დაინტერესება ლიტერატურით, კითხვის პროცესის სოციალიზაცია - ერთად კითხვა, განხილვა და ემოციების გაცვლა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: