„ყველა ისტორია იწყება ერთი ნაბიჯით და ეს ნაბიჯი უკვე გადადგმულია“-გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა კრეატიული წერის სამყაროში
13-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება, რაც მათ შესაძლებლობებზე აისახება. 

ახლახან, VII-XII კლასის მოსწავლეებმა კრეატიული წერის სამყაროში იმოგზაურეს - შექმნეს პერსონაჟები, ააგეს სიუჟეტები...

ინტერაქტიული აქტივობებისა და მოკლე ანიმაციური ფილმების ანალიზის დახმარებით მოსწავლეებმა შეძლეს, სიტყვები გარდაექმნათ ისტორიებად და საკუთარი ხედვა თავისუფლად გამოეხატათ.

„სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კრეატიული წერა მხოლოდ ტექსტის შექმნა არ არის - ეს არის ფიქრი, საკუთარი იდეის დაცვის უნარი და სამყაროს განსხვავებული კუთხით დანახვა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის.

„ყველა ისტორია იწყება ერთი ნაბიჯით - და ეს ნაბიჯი უკვე გადადგმულია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203