„ვსწავლობთ წიგნის სიყვარულს!“- თბილისის N108 სკოლის მასწავლებლებმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნეს
13-02-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

პედაგოგი თამარ გალეგაშვილი მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდან ასწავლის.

რაღა თქმა უნდა, მის კლასში საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

პატარებს პედაგოგი ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ბავშვებს შეახსენა, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია. 

მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ და საყვარელი პერსონაჟები დახატეს. 

„ვსწავლობთ წიგნის სიყვარულს! ვხატავთ საყვარელ პერსონაჟებს! ვსაუბრობთ რა არის კარგი და ცუდი!მიყვარხართ!“,- წერს პედაგოგი და აქტივობების ამსახველ ვიდეორგოლს გვიზიარებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203