ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში
13-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

რაღა თქმა უნდა, „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას დიდი ინტერესით შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები. 

სლავიკ სანოსიანმავარდუჰი ელოიანმა, რიმა თაზაიანმაჰაიკანუშ თაზაიანმა, ტატიანა ნორსოიანმა, სლავიკ სანოსიანმა და ვენერა სანოსიანმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს. ამასთან, სლავიკ სანოსიანმავარდუჰი ელოიანმა და სლავიკ სანოსიანმა დიპლომები მოიპოვეს ოლიმპიადაში მიღწეული საამაყო შედეგებისთვის. სლავიკ სანოსიანი მათემატიკის ოლიმპიადის შესაბამისი კლასის, ლიდერთა ათეულშია. 

ვარდუჰი ელოიანი კი ინგლისური ენის ოლიმპიადის შესაბამისი კლასის გამარჯვებულთა ათეულის წევრია. 

მათი წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203