
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს კვირეული მიეძღვნა.
კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ მე-2ა კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი: ქ.დიაკონიძე).
ბავშვებმა წაიკითხეს მათთვის საყვარელი ფრაზები და ნაწყვეტები სხვადასხვა წიგნებიდან. მათ კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ კითხვა ოჯახშიც ისეთივე მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, როგორც სკოლაში.
„ეს დღე გვაერთიანებს მთელ საზოგადოებას ერთი საერთო მიზნის გარშემო“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებს წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - გააჟღერეს მსოფლიო დღის გზავნილი მოსწავლეებმა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობებმა მოსწავლეებს ასწავლა, რომ წიგნი მხოლოდ სასწავლო ნივთი არ არის, ის მეგობარია, რომელიც გვასწავლის, გვაფიქრებინებს და გვამოგზაურებს სიყვარულით.
იხილეთ ფოტოები: