ემოციებითა და შთაგონებით სავსე შეხვედრა ქუთაისის N32 სკოლაში-მე-4 კლასელებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, საპატიო სტუმარს უმასპინძლეს
13-02-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ემოციებით, სიტყვებითა და შთაგონებით სავსე შეხვედრა გაიმართა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ინგლისური ენის კლუბის მიერ განსაკუთრებული სითბოთი და შთამბეჭდავი ემოციებით აღინიშნა IV კლასში.

ეს დღე იქცა არა მხოლოდ კითხვის სიყვარულის აღნიშვნად, არამედ ნამდვილ შემოქმედებით და საგანმანათლებლო გამოცდილებად მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საპატიო სტუმრის - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, აბელ სოსელიას - მონაწილეობამ. მსახიობმა მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება, ისაუბრა წიგნის როლზე ადამიანის პიროვნულ განვითარებაში და იმაზე, თუ როგორ ცოცხლდება ტექსტი სწორად წაკითხვისა და განცდისას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი რჩევები ტექსტის ემოციური კითხვის, ინტონაციის, ჟესტისა და გამომსახველობის შესახებ. განსაკუთრებული სიხარულითა და ენთუზიაზმით თავადაც გამოსცადეს საკუთარი შესაძლებლობები - წაიკითხეს ტექსტები.

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც, რამაც კიდევ უფრო თბილი და ერთიანი გარემო შექმნა. მათთან ერთად გაზიარებულმა ემოციებმა და გამოცდილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლა, ოჯახი და საზოგადოება ერთობლივად ჩაერთონ ბავშვის განათლებისა და განვითარებისთვის.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე IV კლასში იქცა დღედ, რომელმაც გააძლიერა ბავშვებში წიგნის სიყვარული, საკუთარი თავის რწმენა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სურვილი. ეს იყო დღე, რომელიც დიდხანს დარჩება როგორც ბავშვების, ისე უფროსების გულებში - სიტყვების, ემოციებისა და შთაგონების დღესასწაული“,- ამბობენ სკოლაში და მადლობას უხდიან მსახიობ აბელ სოსელიას სტუმრობისთვის. 

„მადლობა, აბელ სოსელიას დღევანდელი დღესასწაულისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203