ფაკულტეტები და მისაღები ადგილების რაოდენობა უმაღლესების მიხედვით - სრული ჩამონათვალი ცნობილია
13-02-2026

2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდებით/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობები  დამტკიცდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზე, 200 ვაკანტური ადგილი აქვს, სამართალზე კი 1130, სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე 900 სტუდენტს მიიღებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი „მათემატიკა და გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლების (ინგლისურენოვანი)“ პროგრამაზე, 40 სტუდენტს მიიღებს.

2026 წელს სამაგისტრო პროგრამებზე გამოცხადებულია 3223 მისაღები ადგილი, ხოლო საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში 21 300 ადგილი.

იხილეთ:

უნივერსიტეტებში ვაკანტური ადგილებისა და პროგრამების ჩამონათვალი აბიტურიენტებისთვის

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და მისაღები ადგილების რაოდენობა 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203