შეამცირებენ თუ არა პროფესორ-მასწავლებლებს? - მინისტრი განმარტავს
13-02-2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მათი მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს პროფესორ-მასწავლებლების შენარჩუნება - ლექტორები უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფილის მიხედვით განაწილდებიან.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები  განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.

„პროფესორ-მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ ყველა. ლექციები შეიძლება იმ უნივერსიტეტში არ ჰქონდეთ და სხვა უნივერსიტეტში ჰქონდეთ, სადაც ის ფაკულტეტი იქნება. ის ფაკულტეტები, რომლებიც მილევად რეჟიმში გადადის, ჯერ არსებობას განაგრძობს, რამდენიმე წელიწადი აგრძელებს ფუნქციონირებას.

დაფინანსება გაიზრდება და უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პროფესორ-მასწავლებლები და იმ შემთხვევაში, თუ კი კონკრეტულ უნივერსიტეტში ის პროფილი არ რჩება, ჩვენ გადავანაწილოთ მათი რესურსი იმ უნივერსიტეტებში, სადაც ეს პროფილი დარჩება“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203