ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში საამაყოდ იასპარეზეს 
13-02-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. 

სკოლის მოსწავლეები - გიორგი ცინდელიანი, ელენე ცინდელიანი, ბარბარე ვიბლიანი, დაჩი ჩხეტიანი, ემილია ჩხვიმიანი, მარიამი ცინდელიანი, ლუკა ვიბლიანი და დავით ვიბლიანი დიდი ინტერესით შეუერთდნენ „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას. 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატების დასტურად სიგელები დაიმსახურეს. ამასთან გიორგი ცინდელიანმა ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი კლასის, გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა. ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში ბრწყინვალედ იასპარეზა და შესაბამისი კლასის, ლიდერთა ათეულში მოხვდა ელენე ცინდელიანმა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ათეულში ირიცხება დაჩი ჩხეტიანიც. ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის, შესაბამისი კლასის ლიდერთა ათეულში ღირსეულ ადგილს იკავებს ლუკა ვიბლიანიც

მათი წარმატება საამაყოა სკოლისა და ოჯახისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203