იანულის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
12-02-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. 

მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებულები:

I ადგილი - ნინო ცინცაძე, ანდრია ცინცაძე, ანა შარაშიძე, ლიზი კეკელიძე.

II ადგილი - მათე შარაშიძე, მათე ტუშური, ბარბარე კიკვაძე.

კონკურსს მასწავლებელი ნათია ხუცურაული ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203